ევროპული საქართველო

გაბაშვილი მელიაზე: ცოტა დააკლდა, რომ სისხლიან 9 წელზეც ელაპარაკა

ნიკა მელიას ცოტა დააკლდა გუშინ, რომ კლასიკური ქოცური სტანდარტით სისხლიან 9 წელზე ელაპარაკა. დანარჩენი ყველაფერი გადმოფინა, ის, რაც მოგვისმენია ქართული ოცნების ლიდერებისგან წლების განმავლობაში. რაც არის ეს, რასაც ცდილობენ - კლიშეების შექმნას, შტამპირებას, უგულავა რომ კორუმპირებულია, ბოკერია რომ საშინელია, ის ყაჩაღია, ის მძარცველია - რა პოლიტიკური ინსტრუმენტებით და იარაღებითაც ქართული ოცნება ოპერირებს, ზუსტად ეს გააკეთა ნიკა მელიამ

ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი TV პირველის ეთერში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ გუშინ იმავე ეთერში განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ყაჩაღია და ფული ძარცვით იშოვა

კომენტარები