ილია ჭავჭავაძის იუბილე

პრემიერი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა

მინდა, ყველას მოგილოცოთ უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ქართველთა განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე. მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში სადღესასწაულო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები იმართება სათაურით - "ილია - ჩვენი თანამედროვე“. ეს სიტყვები ნამდვილად ასახავს ამ უდიდესი ეროვნული მოღვაწის არსს და მასშტაბურობას, ვინაიდან არ არსებობს ნებისმიერი, თუნდაც დღევანდელი ეროვნული პრობლემა, რომლის ამონახსნიც ვერ ამოიკითხება ილიას ნააზრევში.

კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ამ უდიდესი მოღვაწის იუბილე, მოღვაწის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, სიცოცხლე მიუძღვნა ერის თვითმყოფადობის განმტკიცებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას. ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთელ ერთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა. 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები