თბილისის მერია

კახა კალაძე: სამსახურის უფროსებსა და გამგებლებს ხვალ წარვადგენ

სამსახურის უფროსებსა და გამგებლებს ხვალ წარვადგენ, ამ ადამიანების სია გადაეგზავნება თბილისის საკრებულოს და სავარაუდოდ, პარასკევს საკრებულო დაამტკიცებს ჩემს მიერ გადაგზავნილ კანდიდატებს. უკვე ორშაბათიდან მე მექნება საშუალება დავიწყო მუშაობა, დღეს მარტო კაცი ვმუშაობ, არ მყავს არც მოადგილეები, არც სამსახურის ხელმძღვანელები, თუმცა ორშაბათიდან სრულყოფილად დავიწყებთ მუშაობას.

კახა კალაძემ თბილისის მერიის კადრების შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

კომენტარები