ილია მეორე

რუსეთის პატრიარქი ილია II-ს იუბილეს ულოცავს: ბეჯითი შრომით მოიპოვეთ დიდი ავტორიტეტი

მის უწმინდესობასა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო! გულით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 85 წლის იუბილეს. 

ქრისტესთვის დიდი ხნის მსახურების მანძილზე, თქვენ მეფე სოლომონის მსგავსად, გამოიჩინეთ სიბრძნე, მამამთავარ აბრაამის მსგავსად - სტუმართმოყვარეობის სათნოება, დავით მეფსალმუნის მსგავსად - შემოქმედებითი ნიჭი. ზრუნავთ რა იერარქთა, კლირის და საქართველოს ეკლესიის მრევლის სულიერ კეთილდღეობაზე, თქვენ სიყვარულით მოუწოდებთ მათ, დაუღალავად იღვაწონ და იზრუნონ "საერთო საჭირეობაზე (ლკ.10:42)“, იცხოვრონ წმინდად. ბეჯითი და დაუღალავი შრომით, თქვენ დაიმსახურეთ ღრმა პატივისცემა და მოიპოვეთ დიდი ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში. ამჟამად, კი, ადგილობრივი ეკლესიის უხუცესი წინამძღოლი ბრძანდებით.

დაე, მოწყალე მხსნელმა განაახლოს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ხორციელი და სულიერი ძალები და დაგეხმაროთ მაღალ საპატრიარქო საქმიანობაში.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 85 წლის იუბილე მიულოცა. მილოცვის წერილი რუსეთი საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები