ხულორდავა: მუხთარლი მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს - კონსპირაციის ეჭვი მიჩნდება

პირადად მე, დიდი კონსპირაციის ეჭვებიც მიჩნდება. ყველამ თავისთვის განსაჯოს - კაცს, ვისაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა აზერბაიჯანულმა სასამართლომ და რომელიც თავს უდანაშაულო ჟურნალისტად მიიჩნევს, ექსკლუზიურად საქართველოს მმართველი პოლიტიკური გუნდისკენ იშვერს ხელს. დასკვნების გაკეთება ყველას შეგვიძლია. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც არიან საქართველოს ხელისუფლების იმიჯისთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენების და საქართველო - აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მსურველები

თქვა პარლამენტის ევროპაში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ინტერპრესნიუსის ცნობით. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანში 29 მაისს გაიტაცეს. მუხთარლი ამბობს, რომ ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ ამის უფლება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა. რამდენიმე კვირის წინ ბაქოს სასამართლომ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ დარღვევის, კონტრაბანდის და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის ბრალდებებით 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ​აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს. 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები