თავდაცვის სამინისტრო

ლევან იზორია: არჩილ ტატუნაშვილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი

სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს ჩვენი შეიარაღებული ძალების, ყოფილი უმცროსი სერჟანტის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. ამ მძიმე წუთებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენ გვერდით დგას. ვითხოვთ, დროულად გადაეცეს ოჯახს ცხედარი. ჩვენ ერთად მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პრინციპულად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკას

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საუბრობს 2018 წლის 23 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხის დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილზე

კომენტარები