არჩილ ტატუნაშვილის საქმე

პრემიერი: გვეუბნებიან, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ შეფასებებს. ბევრი საუბარი იყო ამაზე. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ასევე არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ცხინვალის ე.წ ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების შესახებ.

კომენტარები