ტყიბულის შახტა

პრემიერი: ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის.

პრემიერმინისტრი ტყიბულის შახტაში დაღუპული მუშების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. დღეს გამთენიისას შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები