არაფორმალური მმართველობა

ბოკერია ივანიშვილის ოფიციალურ დაბრუნებაზე: ესეც არაფორმალური მმართველობის ფორმაა

[ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება] არაფორმალური მმართველობის დასასრული კი არ არის, პარადოქსული ტერმინი უნდა ვიხმარო - ეს არის არაფორმალური მმართველობის გაფორმება. ეს არის არალეგიტიმური, არაფორმალური მმართველობის განსხვავებული ფორმა. კომუნისტებს ჰქონდათ ეს მოდელი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პრემიერმინისტრი და ყველა თანამდებობის პირი. ეს არის არაფორმალური მმართველობა. მაშინ ივანიშვილი უნდა ყოფილიყო პრემიერმინისტრი, რადგან ის მართავს ქვეყანას, ხო? არაფერი შეცვლილა

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში". ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად 26 აპრილს დაბრუნდა.

კომენტარები