სპეცოპერაცია კლუბებში

გახარია: სპეცოპერაციის შემდეგ არანაირი სპეცაღჭურვილობა არ გამოგვიყენებია

არჩევანი იყო მარტივი, ან ეს [სპეცოპერაცია] უნდა განგვეხორციელებინა დაახლოებით 1-2 საათის მანძილზე სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა და მაქსიმალურად ფხიზელი, ან უნდა განგვეხორციელებინა გამთენიისას 6-დან 7 საათამდე, სადაც იქნებოდა ხალხის მაქსიმალური რაოდენობა და მდგომარეობა იქნებოდა ნაკლებად პროგნოზირებადი. პირველ შემთხვევაში ჩვენ პრობლემები იქნებოდა ღონისძიებების მერე (რაც მოხდა, რაც აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა).მეორე შემთხვევაში პრობლემები გვექნებოდა ღონისძიების მსვლელობის დროს. ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება რომელიც ჩვენ ვთვლით რომ იყო აბსოლუტურად და გამართლებული.

ის, რაც მოხდა ამ ღონისძიების შემდგომ, იყო ჩვეულებრივი აზრის გამოხატვა, რომლის თავისუფლებაც იყო უზრუნველყოფილი პოლიციის მიერ. თუ იქ ხდებოდა დაკავება, მხოლოდ დაუმორჩილებლობის ნაწილში, არანაირ სხვა ქმედებას იქ ადგილი არ ჰქონია. ერთადერთი - მაშინ, როდესაც მომიტინგეები ცდილობდნენ გზის გადაკეტვას, იყო გარკვეული დისკომფორტი პოლიციას და მათ შორის. ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ - არანაირი სახის სპეცაღჭურვილობა ამ ღონისძიებებში გამოყენებული არ ყოფილა, საერთოდ არანაირი. 

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც 12 მაისის კლუბების სპეცოპერაციასა და შემდეგ, იმავე ღამეს ჩატარებულ აქციაზე საუბრისას. ბასიანსა​ და გალერიში სამართალდამცველები შეიჭრნენ და იქ მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს, დააკავეს გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. 

კომენტარები