საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

პრემიერი: 26 მაისი მარადიული ეროვნული ენერგიისა და თაობების უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო

ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ. 100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის 26 მაისი.

ეს დღე ერის ისტორიის ლოგიკური განვითარების, მარადიული ეროვნული ენერგიისა და მრავალი თაობის უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო. დღეს არ შეიძლება არ გავიხსენოთ XIX საუკუნის სამოციანელების,თერგდალეულების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული როლი. ქართულიპოლიტიკური და სამართლებრივი აზრი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ქართული სახელმწიფოსჩამოყალიბებისაკენ და ამზადებდა 1918 წლის 26 მაისს. რომ არა ეს ხალხი, რომ არა გარჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.

1918 წლის 26 მაისი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

 

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვა თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიალზე.

კომენტარები