მარიხუანა

სააკაშვილი: ვამბობდი რომ ლეგალიზაცია სჭირდებოდათ ქვეყნის ნარკოჰაბად გადასაქცევად

მინდა მოგიყვეთ უბრალოდ ერთი ამბავი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ოცნების პოლიტიკური საბჭო და წევრები მოელოდნენ, რომ ივანიშვილი ილაპარაკებდა სალომე ზურაბიშვილზე, მაგრამ ის პირდაპირ გადავიდა საქმეზე. მან მოუწოდა თავის პარტიას, მხარი დაუჭირონ კანონს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ხდება მარიხუანის მწარმოებელი ქვეყანა და მარიხუანა ხდება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი. მე ხომ ვამბობდი, რომ ლეგალიზაცია მას სჭირდებოდა იმისთვის, რომ რამდენიმე კვირით ადრე უჩა მამაცაშვილმა, მისმა დეიდაშვილმა, ჩამოიყვანა ამერიკიდან ამის სპეციალისტები და საქართველოში უნდოდათ ნარკოკარტელის გაკეთება და ახლა აკეთებენ კიდევაც. ჩემს დროს საქართველო ხდებოდა რეგიონალური ჰაბი ბიზნესის, კულტურის, განვითრების, ლოგისტიკის, ახალი ტექნოლოგიების. ივანიშვილმა ყველაფერი ეს ჩამოაშორა და საქართველოს ქცევა უნდა ნარკოჰაბად, ნარკოკარტელის ქვეყანად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახალ ამბავს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს. განიხილება მოდელი, რომელშიც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა

კომენტარები