არაფორმალური მმართველობა

პრემიერი: ყველა კარგად ხვდება, არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ჩვენ საქართველოში ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას, საპარლამენტო დემოკრატიას, ჩვენ არ ვცდილობთ, რომ პოლიტიკა იყოს პერსონიფიცირებული, ჩვენ სწორედ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს დეპერსონიფიცირებული და შევქმნათ შესაბამისი ინსტიტუტები და განვსაზღვროთ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ მიგვაღწევინებს საერთო მიზანს.

საუბარი იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის და პარტიის თავმჯდომარე, თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ეს ღიმილისმომგვრელია. გუშინ ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ეს ღიად დააფიქსირა. ჩემი აზრით, საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს და პირიქით, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის არ არის ეს ის საკითხი, რომელიც მათ დამატებით პოლიტიკურ ქულებს მოუტანს - ყველა კარგად ხვდება, არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკაში, როცა ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე არაფორმალურ მმართველობაზე.

კომენტარები