ზოიძე: სინდისისა და სამშობლოს გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლება

ყველა ვხედავთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. ახალი ბაზარი ჩნდება, რომელიც სამკურნალო მიზნით ამ მცენარის გამოყენებას ეხება. ჯერ-ჯერობით მოთხოვნა მკვეთრად აჭარბებს მიწოდებას. როგორც ბიტკოინზე იყო, ყველა. უცებ დაიწყო ბიტკოინების წარმოება, დღეს კი ეს პოპულარული თემა აღარ არის იმდენად, რამდენადაც ადრე იყო. ასეთივე დაახლოებით არის დაკავშირებული ამ პროდუქტთან. ჩვენ ექსპორტზე უნდა გავიტანოთ ყველაფერი, თუ ამ გაყიდვის შედეგად თითოეული მოქალაქე სარგებელს ნახავს. მე დავეთანხმები ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს - სინდისის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. სინდისის, სამშობლოს გაყიდვა შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფრის გაყიდვა შეიძლება თუ ამით სარგებელი მოდის ჩვენი მოქალაქეებისთვის. კანაფიდან იწარმოება წამალი და ამ წამლიდან შემოსული თანხა ამავე მცენარისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ კონცეფციაში ვერანაირ პრობლემას ვხედავ ვერც მორალური, ვერც საზოგადოებრივი, ვერც ეკონომიკური კუთხით.

ეს განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დღეს, კანაფის წარმოებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

კომენტარები