არჩევნები 2018

ვაშაძე ივანიშვილს: გილოცავთ შვილის გაბედნიერებას, მაგრამ ეს ფეოდალური სამფლობელო არ არის

ოლიგარქის შვილის ქორწილში მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს ხალხი, მლოცველები და მთელი ქალაქი გადაიყვანეს საგანგებო რეჟიმზე. გილოცავთ, ბატონო ივანიშვილო, შვილის გაბედნიერებას, მაგრამ ეს ფეოდალური სამფლობელო არ არის, მეგობარო, ჩვენი სამშობლოა ყველასი. სვეტიცხოველი ისე ეკუთვნის ყველა სხვას და არ დაკეტილა არასოდეს ამდენი საუკუნის განმავლობაში. ვინ მისცა ამათ სვეტიცხოველის და იქ მლოცველების არ შეშვების უფლება? ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს არის ფეოდალიზმი. და ფეოდალი ასლან აბაშიძე დაამარცხა ამ ქალაქმა [ბათუმმა] და საქართველომ ერთად, ისე დაამარცხებს ამ მოძალადე ხელისუფლებასაც.

ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრისას, გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის შვილის ჯვრისწერის გამო სვეტიცხოვლის ვიზიტორებისთვის დახურვას.

კომენტარები