ფრთიანი გამონათქვამები უყვართ პოლიტიკოსებს, როგორც წესი, თუ ზოგიერთ მოსამართლესაც უყვარს ფრთიანი გამონათქვამი, მე მას მოვუწოდებდი, იყაროს კენჭი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მოიპოვოს ეს უფლება. მოსამართლეობის მთელი არსი მდგომარეობს იმაში - თუ პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს, მოსამართლეს პოლიტიკური განაცხადებისგან თავის შეკავების ვალდებულება აქვს, ამიტომაც, თუ ბატონი მეთოფიშვილი თავის თავს ხედავს ამ ფრთიანი გამონათქვამებით პოლიტიკაში, მე მოვუწოდებ, იყაროს კენჭი 2020 წელს, საინტერესოა, რომელ პოლიტიკურ გუნდს შეარჩევს და მოიპოვოს ხალხის მხარდაჭერა
tbl.ge/3ewu
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებაზე. მეთოფიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ "სამარცხვინო და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას". მისივე შეფასებით, "ბესელიასნაირი პოლიტიკოსები ცდილობენ, მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო".
ამავე თემაზე
- ოქრიაშვილი: ვეტინგზე ასეთი წინააღმდეგობა სასამართლოს კორუმპირებულობის მტკიცებულებაა
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა
- მურუსიძე კეთილსინდისიერების ტესტზე: უნდათ გაყარონ მოსამართლეები – ხდება ჩემი დემონიზება
- ბოკერია სასამართლო კლანის სანქცირებაზე: უპრეცედენტო რამე მოხდა
- მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა – საია-ს ანგარიში იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე