პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

გოგიჩაიშვილი ფარულ ჩანაწერზე: ასეთი მეთოდებით ვინც იბრძვის, ბოლო სერიაში ისინი მარცხდებიან

დროში ემთხვევა ძალიან იგივე დასპონსორებულ Facebook გვერდების გავრცელებას, ექსპერტების გამოყვანას, რომლებიც მოიგონეს საიდანღაც. ასეთი მეთოდებით ბრძოლა ჩვენთან არ გასდიოდა სააკაშვილს და ამის გამო მოხდა იმ ამბების გაკეთება და ვთქვათ, თუ ვინმე ცდილობს, რომ ამ მეთოდებით რამე მიიღონ, ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ ბოლო სერიაში ისინი მარცხდებიან და ყველა ხედავს, რომ აღმოჩნდებიან ხოლმე ციხეში. შსს-ს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი, ნდობა გადის ასევე ამ საქმის გამოძიებაზე. დღეს შსს-ს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დეპუტატი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებას ეხმაურება.

კომენტარები