პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

გიგაური ფარულ ჩანაწერზე: ამ მეთოდს შანტაჟისთვის იყენებენ და უმეტესად მსხვერპლები ქალებია

ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ ამ მეთოდებს კონკრეტული ჯგუფები იმისთვის, რომ შანტაჟი მოახდინონ კონკრეტული პირების და ძირითადად შანტაჟის მსხვერპლები არიან ქალები. ძირითადად ჩვენ ვხედავდით, რომ ესენი იყვნენ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. ეს ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და აი ახლა უკვე ეკა ბესელიას შემთხვევაში ეს ხდება მაშინ როდესაც იგი საუბრობს სასმართლოს რეფორმირებაზე და იგი დაუპირისპირდა კონკრეტულ პირებს "ქართულ ოცნებაში" და კონკრეტულ მოსამართლეებს რომლებსაც ზურგს უმაგრებს ქართული ოცნების რამდენიმე წევრი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დეპუტატი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებას ეხმაურება.

კომენტარები