კახა კალაძე

კახა კალაძე: როგორც მშობელს მიხარია განათლებაში დაწყებული რეფორმები

როგორც მშობელს მიხარია განათლებაში დაწყებული რეფორმები. ჩვენ ხომ წლებია - საზოგადოება, პოლიტიკოსები, განათლების სპეციალისტები თუ ექსპერტები ვამბობთ, რომ სისტემა მისახედია.ყ ველას გაცნობიერებული გვაქვს,რომ განათლებული საზოგადოება ქვეყნის განვითარების საწინდარია. ბავშვებისთვის მოსაწესრიგებელია ყველაფერი - სკოლის და მშობლის ურთიერთობიდან დაწყებული, სახელმძღვანელოებით და სასწავლო პროგრამებით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ ეს რეფორმები ძირფესვიანად აღმოფხვრის ყველა იმ მანკიერებას თუ ხარვეზს რაც წლებია, თაობებია დაგროვდა სისტემაში. ადამიანს კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული სწავლის უფლება და არა ვალდებულება. მისი თავისუფალი არჩევანია სკოლის დასრულების შემდეგ სად წავა, რას ისწავლის,ან რა საქმიანობას მოკიდებს ხელს. ასე რომ მხარდაჭერა დიდ ცვლილებეს განათლებაში და წარმატებები გუნდს!

კახა კალაძემ განათლების რეფორმის შესახებ სტატუსი საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

კომენტარები