მამუკა ბახტაძე

ბახტაძე ტექნიკურ ხარვეზზე: ყველა ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქცია მექნება

მე აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც მოკვლევა დასრულდება. მოკვლევა მიმდინარეობს და მე გარწმუნებთ, თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ. ცნობისთვის, სიტყვით გამოსვლა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა, შენელებული იყო და წყდებოდა. GPB-ის განცხადებით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო. სპეციალური ბრიგინგი გამართა პრემიერმაც და თქვა, რომ "სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა". მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც "სრული სიცრუე" უწოდა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

კომენტარები