შუალედური არჩევნები

წერეთელი: შუალედურმა არჩევნებმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ქვეყნის დემოკრატიულ რეპუტაციას

შუალედურმა არჩევნებმა, არ უნდა მიაყენოს ჩრდილი საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაციას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო, ფიზიკურად არ აკვირდება ამ არჩევნებს და ზოგადად ამ ტიპის არჩევნებს, ყოველთვის ჭარბობენ ადგილობრივი დამკვირვებლები, რა თქმა უნდა, ყურადღება ამ პროცესის მიმართ მაინც მაღალია .

სამწუხაროდ გამომდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კრიტიკული შეფასებიბიდან , განსაკუთრებით მეორე ტურის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი გაზრდილია საარჩევნო პროცესის მიმართ და ყველა ელოდება პასუხს იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს. დღეს ჩვენ ვხედავთ საარჩევნო ოლქებში, განსაკუთრებით ზუგდიდში და მარნეულში, დაძაბულობა მაღალია. არსებობს ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინების, ძალადობის და მანიპულირება, რაც დაუშვებელია.

ბუნებრივია საარჩევნო პროცესში ყველა მონაწილეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, თუმცა მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ წესრიგის დაცვა, არამედ, ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შექმნა და თავისუფალი გარემო ამორჩევლისთვის, რათა გამოხატონ საკუთარი ნება და გააკეთონ არჩევანი. აუცილებელია გათვალისწინებული იქნას საერთშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

ევროპული საქართველოს წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი შუალედური არჩევნების მიმდინარეობის შესახებ

კომენტარები