რუსთავი 2-ის საქმე

უდუმაშვილი: რუსთავი ორის დახურვის შემდეგ, სხვა კრიტიკული ტელევიზიების რიგი დადგება

არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ რუსთავი ორის დახურვის შემდეგ, რიგი დადგება სხვა ტელევიზიების, აქამდე, რუსთავი ორი გარკვეულწილად ფარის ფუნქციას ასრულებდა, ის იყო მთავარი სამიზნე ივანიშვილის. რუსთავი ორის ხელში ჩაგდების შემდეგ, უკვე სხვა დამოუკიდებელი ტელევიზიები გახდება ივანიშვილის სამიზნე, ასე რომ ეს საფრთხე ყველას ემუქრება, ყველა ტელევიზიას, საიდანაც კრიტიკული აზრი ისმის

ენმ-ის წევრი, რუსთავი ორის ყოფილი წამყვანი ზაალ უდუმაშვილი TV პირველის ეთერში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა.

კომენტარები