ლარის კურსი

ბახტაძე: ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება, აქ სასწაულები არ ხდება

ეს კურსი [ლარის] რაც არის, არის ძალიან ცუდი, მაგრამ აუცილებელია გავაკეთოთ სწორი ანალიზი რატომ მოხდა კურსის ასეთი ზრდა, რა იყო ამის მიზეზი. ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება, აქ სასწაულები არ ხდება - ესაა ორი კომპონენტის კომბინაცია, არსებული სიტუაციის ეკონომიკაში და მოლოდინების. სამწუხაროდ, ნეგატიურმა დღისწერიგმა შექმნა ის ნეგატიური მოლოდინები, რომელიც აისახა ლარის კურსზე და ესაა ძალიან ცუდი, ასევე ესაა გაკვეთილი, ვფიქრობ ყველასთვის.

თქვა მამუკა ბახტაძემ ტელევიზიების წამყვანებთან შეხვედრისას.

კომენტარები