პატრიოტთა ალიანსი

ლომია კვიციანზე: ყურში რომ უსტვენდნენ, ეს ფიზიკური დაზიანებაა, შეიძლება, ყური დაუზიანდეს

რა ინციდენტიც მოხდა ბატონ ემზართან დაკავშირებით, მე შემიძლია გითხრათ, რომ სასწრაფოდ არის კანონში ცვლილება შესატანი და უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება. არ უნდა გვეშინოდეს, თუ ვინმე ზეწოლას ახდენს თქვენზე, რომ გინება არის სიტყვის თავისუფლება, უნდა ავუხსნათ, რომ გინება არის შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება არის კონსტრუქციული კრიტიკის გამოხატვა.

როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ჯერ ერთი, ეს არის ფიზიკური დაზიანება. შეიძლება მას ყური დაუზიანდეს, არ არის პატარა ბავშვი ემზარ კვიციანი. მეორეც, როდესაც გოგო აგინებს და პოლიციას რატომღაც მარტო ემზარ კვიციანი მიჰყავს და ის გოგო არ გაარიდა იქაურობას და არც იმ "ვაჟკაც ბიჭებს" არ არიდებს, ამას არ ჰქვია დემოკრატია, ამას არ ჰქვია აზრის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. ამას ჰქვია შეურაცხყოფის ხელშეწყობა, სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გიორგი ლომია ბიუროს სხდომაზე 8 სექტემბერს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა აგინა სირცხვილიას აქტივისტებს, ოპერატორებს და პოლიციელებს, ასევე, დაარტყა აქციის რამდენიმე მონაწილეს.

კომენტარები