საქართველოს მშპ

თალაკვაძე: სანამ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000$ არ გახდება, მოგვიწევს მუხლჩაუხრელი შრომა

განათლებაში ჩვენ ვდებთ ბიუჯეტის 25%-ს. არის თუ არა განათლება იმის შესაძლებობა, რომ მოსახლეობა დასაქმდეს და სიღარიბიდან ამოვიდეს? არის. ინფრასტრუქტურაში ვხარჯავთ ყოველწლიურად 2 მილიარდზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და მოქალაქეებს აქვთ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, გაზიფიკაცია, წყლის სისტემები. ეს ნიშნავს, რომ მოდის მეტი ტურისტი, მეტი ტვირთები და მეტი ეკონომიკა. ეს არის ის, რაც სიღარიბეს ამცირებს. გადასახადები შევამცირეთ მცირე და საშუალო ბიზნესზე, პრაქტიკულად ერთ%-ზე დავიყვანეთ. ეს ნიშნავს, რომ ის ფული, რასაც იხდიდნენ ბიუჯეტში, დარჩებათ, რომ ბიზნესი გააფართოვონ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეტი შემოსავალი ნახონ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოქალაქეზე არის 4 ათას დოლარზე ცოტა მეტი, სანამ ეს არ გახდება 10 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, ერთ ადამიანზე, ჩვენ მოგვიწევს მუხლჩაუხრელი შრომა

პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები