რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

წულუკიანი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა

თუ ვინმე იმას ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზთან არის ყოველდღიური მაღალი ხარისხის დაძაბულობა, თუ ვინმე იმას ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის ოჯახებში უმძიმესი მდგომარეობა და რომ საოკუპაციო ხაზზე გადის ჩვენი ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობისა და სამომავლო დეოკუპაციის მიზნები, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.

ასე აფასებს იუტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას. ისინი ნიუ-იორკში გაეროს სამიტის ფარგლებში ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო.

კომენტარები