გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: ამომრჩეველს არ უნდა ეგონოს, რომ ლოტოს ავსებს და გამარჯვებულზე უნდა დადოს

2020 წლის არჩევნებზე ჩემთვის პოლიტიკურად იგივე მიზანია, რაც იყო 2016 წლის არჩევნებზე. 2016 წლის არჩევნებზე მე მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოვიარე მთელი საქართველო, ჩავრთე ახალგაზრდები და ერთ მოტივაცია მქონდა, რომ მრავალპარტიული... აქაც იგივე მიზანი მაქვს პოლიტიკურად, რომ ბევრი პარტია იყოს პარლამენტში და ჩვენ ამომრჩეველს არ ეგონოს, რომ როცა საარჩევნო ბიულეტინს ავსებს, ლოტოს ავსებს და გამარჯვებულზე უნდა დადოს. პირიქით. მე ხომ ვიცი რამდენად მრავალფეროვნები ვართ, რამდენი სხვადასხვა ინტერესები გვაქვს, ეგ კულტურა ვართ, მრავალფეროვანი კულტურა ვართ, მრავალხმიანი საქართველო ვართ. მიეცი ხმა, ვინც შენ მოგწონს და არა იმას, ვინც უნდა გაიმარჯვოს და ა.შ. ამის ძალიან დიდ იმედი მაქვს იმიტომ, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს პროპორციული სისტემის, ეს არის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც მოიპოვეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც ამისთვის თვალებში ესროლეს.

17 ოქტომბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში თქვა.

კომენტარები