დეკანოზი ილია ჭიღლაძე: წარმოუდგენელია სასულიერო პირისაგან წყევლა-კრულვა ავი დედაკაცივით

მხარდაჭერას ვუცხადებ და ვლოცავ ანიტა რაჭველიშვილს, ღმერთმა ადღეგრძელოს! წარმოუდგენელია სასულიერო პირისაგან წყევლა-კრულვა ავი დედაკაცივით, ასე და ამგვარად ხდება ყოველდღიურად ეკლესიის ავტორიტეტის დაცემა და ერის მიერ სასულიეროთა სამართლიანი განკითხვის საბაბის მიცემა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სასულიერო პირი უცოდველი ანგელოზი არაა, ყველას აქვს თავისი ცოდვები და შეცდომები, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რაც დაუშვებელია და არაფერში ჯდება.

რაც შეეხება ბერა ივნიშვილის მიერ მილიონზე მეტი დოლარის ამაზონის ტყეებისათვის შეწირვას, შეწიროს, თუ ამდენივეს და მეტს საქართველოში (და სხვა მოშიმშილე რეგიონებში) მოშიმშილე ადამიანების გადარჩენას სწირავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ სნობიზმია და არაგონივრული ქველმოქმედება.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშილის კომენტარს ეხმაურება. "აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის", - ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას. საოპერო მომღერალმა ბერა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მან თქვა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ გადარიცხა.

კომენტარები