ევროპული საქართველო

ბოკერია მეუფე პეტრეზე: მისი და მეუფე იოანეს განცხადებები ერთ ჭრილში უნდა განვიხილოთ

ეკლესია პრევალირებს ძალიან სახიფათო გზას. გუშინ პეტრე [ცაავა] გამოდიოდა. მისი განცხადებები და მაგალითად, ქუთაისში დანიშნული ახალი მღვდელმთავრის განცხადებები ერთ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

არ ვეხები იმ თემებს, რომლებიც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია, მაგრამ ეკლესიის გადასაწყვეტია. მაგალითად, ჩემთვის აბსოლუტურად ფასეულობებით მიუღებელია პოზიცია, რომ თურმე კათოლიკე და მართლმადიდებელი თუ დაქორწინდებიან, ჯვარი არ უნდა დაწერონ. ჩემთვის კი მიუღებელია, როგორც მოქალაქისთვის, მაგრამ ეს ეკლესიის გადასაწყვეტია, მათი თავისუფლების ნაწილია, ოღონდ როგორც წესი, ეგ პოზიციები კავშირშია ხოლმე საჯარო თემებთან

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა" ისაუბრა. ერთი დღით ადრე ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ მისთვის შერეული ქორწინება კატეგორიულად მიუღებელია

კომენტარები