პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბაქრაძე პროპორციულის ჩაგდებაზე: ეს ორგანიზებული სცენარია და პასუხისმგებელი არის ივანიშვილი

მე არ მიყვარს ხოლმე შეთქმულების თეორიები, მაგრამ წარმოუდგენელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ მაგალითად, ანზორ ბოლქვაძე წავიდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ან მირზოევი ან ძალიან ბევრი ის მაჟორიტარი, რომელიც ამ სიაშია [ვინც ხმა არ მისცა კანონპროექტს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად]. 

ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არის ორგანიზებული სცენარი და ამ სცენარზე პასუხისმგებელი არის პირადად ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე უმრავლესობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებაზე საუბრობს, რომლის დაპირებაც ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გასცა.

კომენტარები