პროპორციული არჩევნები

ევროკავშირის ელჩი პროპორციულზე: ძალიან სამწუხაროა ის, რაც გუშინ ვიხილეთ

რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ პროცესები, რომელიც გუშინ პარლამენტში წარიმართა, დაზიანებს ნდობას პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ზრდის პოლიტიკური პოლარიზაციის რისკს ქვეყანაში.

ძალიან სამწუხაროა ის, რაც გუშინ ვიხილეთ. ახლა მე ვხვდები და მაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ჯგუფებთან, მექნება შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარომადგენლებთან, რათა ვიმსჯელოთ სამომავლო გეგმებზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ქართული ოცნების ოფისში პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის სპიკერს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. (TV პირველის თარგმანი). გუშინ ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონროექტი ჩააგდო.

კომენტარები