პროპორციული საარჩევნო სისტემა

ღარიბაშვილი: პრობლემები ყველა ქვეყანაშია, [ამერიკელებს] გულწრფელად ავუხსენი ვითარება

მე გუშინ გეტყვით, რომ გულწრფელად ავუხსენი [ამერიკელებს] ეს ვითარება [პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება]. ხანდახან პროცესები არ ჩანს და არ აღიქმება სწორად, მათ შორის, ჩვენი მეგობარი სახელწმიფოების წარმომადგენლების მხრიდან, ექსპერტები ახსენეთ თქვენ. მე მათ სრული ინფორმაცია გადავეცი და ავუხსენი ეს მდგომარეობა. აბსოლუტურად გასაგებია.

პრობლემები ყველგან არის. იდეალური სისტემა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, ყველა ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ყველგან. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის უნდა შევადაროთ, რა იყო და რა გვაქვს

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ამის შესახებ იმედსა და ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ღარიბაშვილი სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასა და, შესაბამისად, დადებული პირობის არშესრულებას ამერიკელი ექსპერტებისგან ხელისუფლებისადმი მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები