პოლიტიკა

მინდიაშვილი: თავისუფლებისთვის ბრძოლა და დასავლეთი ჩვენი იდენტობის უმთავრესი საყრდენი გახდა

საქართველო, წლებია, მგონი, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მასობრივი აქციები საქართველოს გარდა, ამერიკის, ევროკავშირის, ნატოს, უკრაინის დროშების ფრიალით იმართება.

ეს იმის ნიშანი კი არ არი, რომ ჩვენ მათი იმედი გვაქვს, - გვაქვს, რა თქმა უნდა, როგორ არა, - ოღონდ, სინამდვილეში, ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ რუსეთის იმპერიას ვებრძვით, არ ვურიგდებით, არ ვნებდებით.

არ ვურიგდებით უზარმაზარ და უხეშ ძალას, რომელიც 200 წელზე მეტია, ვერ გვერევა, რადგან, თავისუფლებისთვის ბრძოლა და დასავლეთი ჩვენი იდენტობის, ჩვენი ნაციონალიზმის, ჩვენი ერად და ადამიანად ყოფნის უმთავრესი საყრდენი გახდა.

დღეს, 6 დეკემბერს, ეგეთი ქართველი დასავლელის, უშიშარი, ადამინისთვის თავგანწირული ქრისტიანის, არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეა, რომელიც ორ დიდ ბოროტებას - კომუნიზმსა და ფაშიზმს ერთად დაუპირისპირდა.

ამ გმირი წმინდანის სახელი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დაფასებული და აღიარებული საქართველოში, მაშინ, როდესაც მისნაირი ქრისტიანი, სხვისთვის, სხვა რწმენის ადამიანებისთვის თავგანწირული მართლმაიდიდებელი მღვდელმსახური არავინ გვყოლია.

წმინდა გრიგოლის თვითშეგნება, მისი სამეცნიერო ობიექტურობა, მისი შრომა, მისი მართლმადიდებლობა, და ბოლოს, მისი თავგანწირვის აქტიც სწორედ ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის, ღირსების დასავლური გაგებით არის განპირობებული

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

კომენტარები