შეხვედრა ევროპარლამენტარებთან

უსუფაშვილი: ხელისუფლება იმ ტიპის დანაშაულს აბრალებს ხალხს, რომლის ნიშან-წყალი არ მოიძებნება

დემონსტრანტების მიერ თუ იყო რამე კანონდარღვევა, გაცილებით დიდი კანონდარღვევა იყო ხელისუფლებისა და პოლიციის მხრიდან. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, შეიარაღებული თუ სხვა ანტიკონსტიტუციური გზით, რომელიც ხელისუფლებამ გამოიტანა წინა პლანზე, როგორც მაშინ აღკვეთილი დანაშაული, აგერ უკვე ხუთი თვე გავიდა და ხუთი სიტყვა არ უთქვამთ, რაშია საქმე. ამიტომ ნურავის ნუ უკვირს, რომ საერთაშორისო წრეებს და სხვა წარმომადგენლებსაც ექმნებათ ეს შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება იმ ტიპის დანაშაულს აბრალებს ხალხს, რომლის ნიშან-წყალი არ მოიძებნება და რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივი აქვს.

თქვა დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც საერთაშორისო წრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები.

კომენტარები