უზენაესი სასამართლო

მდინარაძე: უზენაესის მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

გავიარეთ ინდივიდუალურად ყველა მოსამართლე და ჩვენ მხარს დავუჭერთ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად, ან უარვყოფთ მხარდაჭერას და ეს იქნება თითოეული პარლამენტარის ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

დღეს გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამაზე დეპუტატების მსჯელობის დროს წამოსული საერთო ანალიზი ნათლად მოწმობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს კენჭისყრის წინ არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ რამდენიმე კანდიდატი გამოიკვეთა, რომელიც, სავარაუდოდ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაგრამ უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც ინდივიდუალურად მიიღებენ დეპუტატები გადაწყვეტილებს, რომელზეც, მათ შორის, ჩემი აზრით, გათვალისწინებული იქნება ის მსჯელობა, რომელიც უმრავლესობის ფორმატში დღეს გაიმართა

ვიცესპიკერი მამუკა მდინარაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კენჭისყრაზე, რომელიც 11 დეკემბერს, 9:30 საათზეა დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. პარალელურად, "სირცხვილია" პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს და აცხადებს, რომ აქტივისტები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.

კომენტარები