ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

აბაშიძე: გარწმუნებთ, მაქსიმალურს ვაკეთებთ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად

გარწმუნებთ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური კეთდება [ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად]. თუკი რამე ბერკეტის ამოქმედება შეიძლებოდა, ყველა ბერკერტი ამოქმედებულია.

ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, იქ მივიღებთ პასუხს, თუ როდის მოგვარდება ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ ეს სწრაფად, უახლოეს დროში უნდა მოხდეს

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებბში ზურაბ აბაშიძე. ერთი თვე გავიდა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.

კომენტარები