მე მგონია, რომ პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა ის საუბრობს ჯარზე, მით უმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი. ჩვენ გვყავს ჯარი, გვყავს, ღირსეული ჯარისკაცები, გვყავს გმირები. ადამიანები, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი. ჩვენი ჯარისკაცები არიან წარმატებულები სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე კიდევ ერთხელ, თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ გმირს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე
კალაძე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა საუბრობს ჯარზე
tbl.ge/49zx
დაკოპირდა
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება".
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი ჯარზე ნათქვამზე: სტილისტური ფორმა იყო, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ
- კობახიძე ზურაბიშვილზე: ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს
- ცქიტიშვილი: ქალბატონ სალომეს არ უნდოდა იმის თქმა, რაც თქვა
- თავდაცვის ძალების მეთაური: საქართველოს თავდაცვის ძალები რეგიონში ერთ-ერთი სერიოზულია
- მელია: ყველა ნორმალურ ქვეყანაში ზურაბიშვილი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს