საქართველოს პარლამენტი

ნადირაშვილი: არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე, ბოდიში მომიხადონ

მე გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინე ჩემი კოლეგების მხრიდან, მგონი ჩემმა კოლეგებმა, ქოცებმა საერთოდ გააფრინეს, როცა ასე უაპელაციოდ ხელს იშვერენ ჩემზე, პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე, ნამდვილად არ ვიღებ.

ვიყავი კომიტეტზეც, შემდეგ ვიყავი სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება, იღებდნენ თუ არა დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში მონაწილეობას, როცა შევედი, დარბაზის იმ ნაწილში სკამები იყო ცარიელი, ნატო ჩხეიძესთან შევჩერდი ზუსტად ალბათ 30 წამით, ვკითხე და გამოვედი დარბაზიდან.

ძალიან უხერხულია ასეთი განცხადებების გაკეთება, უპაუხისმგებლოა, არც კი მინდა, ამას სერიოზულაც მივუდგე, წარმოუდგენელია ჩემთვის რაც ხდება, არსებობს კამერების ჩანაწერები, ექსპერტები, კრიმინალისტები, დაადგინონ და როგორც მამუკა მდინარაძე ეთერიდან დამპირდა, მობრძანდეს და ბოდიში მომიხადოს, ასე უაპელაციოდ რომ ახსენებს ჩემს სახელს.ვნახე, რომ განცხადება გაავრცელა სირცხვილიამ და თქვა, რომ მათი პასუხისმგებლობის ქვეშაა პარლამენტში დაყენებული სუნი, ძალიან უხერხულია და სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს ჩემი კოლეგები, როცა ასე უაპელაციოდ იშვერენ ხელს, იმის ნაცვლად, რომ დღეს იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომელიც არის ქვეყანაში. 16 ადამიანი დაიჭირეს დილას და ამ წუთებამდე ვეძებთ, სად გადამალეს, ზოგი სად ჩამოაგდეს, ზოგი რომელი იზოლატორშია გადაყვანილი,

და თუ სუნზე და მოწამვლაზეა საუბარი, დიახ, მე მქონდა ასეთი პრობლემა 20 ივნისს, როცა გაზისგან მოვიწამლე და მართლაც სასწრაფოს მანქანაში აღმოვჩნდი. მოკლედ, არ მგონია, რომ სერიოზული იყოს ასეთი ქმედება და ასე უაპელაციოდ ხელის გამოშვერა, უბრალოდ, სასაცილოა, როგორც იქცევიან

ევროპული საქართველოს დეპუტატი ირმა ნადირაშვილი უარყოფს მმართველი გუნდის წევრების გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში "გაურკვეველი სითხე" მან და ლელა ქებურიამ დაასხეს. მძაფრი სუნის გამო, პლენარულ სხდომაზე სესვენება გამოცხადდა.

კომენტარები