საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე პარლამენტში სუნზე: სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე

რაც მოხდა პლენარულ სხდომათა დარბაზში, სავარაუდოდ ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე, პარლამენტის წევრებზე. სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ივნისში და რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება, დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა პარლამენტზე.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება პარლამენტის სხდომათა დარბაზში უსიამოვნო სუნის გაშვებას, რის გამოც სხდომა შეწყდა. პერფორმანსზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "სირცხვილიამ" აიღო.

კომენტარები