ვერბატიმი

ხუნდაძე პარლამენტში სუნზე: ოპოზიცია არ ერიდება სიცოცხლის მოსპობას მიზნების მისაღწევად

ოპოზიცია არ ერიდება არც სიცოცხლის მოსპობას, არც ადამიანის ჯანმრთელობის შელახვას. ისინი მიდიან ყველაფერზე, მთავარია მიაღწიონ თავიანთ დესტრუქციულ მიზანს. აი - ვის ხელში იყო ქვეყანა.

ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ეხმაურება პარლამენტის სხდომათა დარბაზში უსიამოვნო სუნის გაშვებას, რის გამოც სხდომა შეწყდა. პერფორმანსზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "სირცხვილიამ" აიღო.

კომენტარები