სუნი პარლამენტში

ვოლსკი: ქიმიური ნივთიერების გამოყენება, რასაკვირველია ქიმიური თავდასხმაა

არჩილ თალაკვაძე გარდა იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეა, არის სპეციალისტი, გარკვეული განათლება აქვს მიღებული ჯანმრთელობის დაცვის კუთხით და როდესაც ქიმიური ნივთიერება გამოიყენება ადამიანების წინააღმდეგ, რასაკვირველია ეს ქიმიური თავდასხმაა კვალიფიკაციით. თუმცა მე ვთქვი, რომ ეს იყო უნიჭო პერფომანსი.

ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი პარლამენტის სხდომათა დარბაზში უსიამოვნო სუნის გაშვებაზე, რის გამოც სხდომა შეწყდა. პერფორმანსზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "სირცხვილიამ" აიღო.

კომენტარები