ქართული ოცნების აქცია

კობახიძე "ოცნების" აქციაზე: ძალიან მაღალია ენთუზიაზმი, ინტერესი, მოტივაცია

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს, ძალიან მაღალია ენთუზიაზმი, ინტერესი, მოტივაცია ჩვენს მხარდაჭერაში. უფრო მეტიც, გაჩნდა ტრანსპორტის პრობლემა, რომ თითოეული ჩვენი მხარდაჭერის მობილიზება მოგვეხერხებინა ჩვენ დედაქალაქში. ძალიან მაღალია ენთუზიაზმი და მოტივაცია. სწორედ ამ მოტივაციის ხარჯზე გაიმართება დღეს ძალიან გრანდიოზული ღონისძიება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარი 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ სახელისუფლებო აქციის შესახებ. აქციაზე მიყვანის მიზნით საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და მათ იძულებაზე ცნობებს ადასტურებენ ომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაციები. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები