თეა წულუკიანი

წულუკიანი: ზოგ ევროპულ ქვეყანაშიც არაა მოსამართლეების არჩევის ჩვენნაირი გამჭვირვალე წესები

ჩვენ მივიღეთ კანონი, ზოგიერთ თვით დასავლეთ ევროპულ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეები ასარჩევად. ამიტომ მე მათ პირიქით რჩევას მივცემდი, რომ ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავიანთი უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები სწორედ ღია ლაივში ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს და სახელებს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები და ყველა ევროპელი ვალდებულია საქრთველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სცეს პატივი.

ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის განცხადებას. თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნიმ (საფრანგეთი, ALDE) სინანული და იმედგაცრუება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშნვის გადაწყვეტილებაზე, რაც საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ასამბლეის, რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მათი თქმით, პარლამენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს შორის არიან პირები, რომლებსაც საჭირო ცოდნა და დამოუკიდებლობა არ აქვთ.

კომენტარები