კობახიძე: გვინდოდა სულ მცირე 100 000 ადამიანი ყოფილიყო, რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა

ჩვენ მოვუწოდეთ "ქართული ოცნების" და მისი ევროპული კურსის მხარდამჭერებს, მოსულიყვნენ დღეს დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე და ნახეთ, რომ მასშტაბი ამ ღონისძიების იყო ძალიან დიდი. ჩვენ გვინდოდა სულ მცირე 100 ათასი ადამიანი ყოფილიყო და მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ. რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული. ამით გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“, მის დასავლურ კურსს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და ამის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

გახსოვთ, რომ  იყო სპეკულაციები, თითქოს ხალხი ითხოვდა რაღაცას, ხალხი აპროტესტებდა, ამაზე საუბრობდა ხშირად ოპოზიცია, მათ მაქსიმუმ რაც მოახერხეს ეს იყო დახლოებით 5-6 ათასი ადამიანის მობილიზება გარკვეულ აქციებზე და ისინი ჩვენ გვესაუბრებოდნენ ხალხის სახელით. რეალურად ხალხი სად დგას, ეს არის გასაზომი არჩევნებით და გასაზომი ზოგადი გარემოთი. დღეს, ესეც დადასტურდა დღევანდელი ღონისძიებით. ხალხი დგას ქართული ოცნების უკან, ეს დადასტურდა წინა არჩევნებით და ამის დასტური იქნება 2020 წლის არჩევნები. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ ევროპასთან დაახლოვებას ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილია. გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები, გვაქვს მყარი დასავლური, ევროპული კურსი და ასეთი მოვლენის გამოყენება ამის დასაფიქსირებლად იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების ორგანიზებულ აქციაზე ისაუბრა. აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ეძღვნებოდა, რომლის როტაციაც ანბანის მიხედვით ყოველ 6 თვეში ხდება. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოიყვანეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მოკლე ბმული: