ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილის მეუღლე: ჰუმანური მისიის გამო ის თავის სამშობლოში ციხეშია, ეს გვანადგურებს

მინდა მივმართო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს: საუკუნეებია ჩვენ ვცხოვრობთ კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ და დარწმუნებული ვარ, მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობის და ტოლერანტობის პრინციპებს. მჯერა, რომ ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა ისევ მოგვარდება ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. ვაჟა რასაც ემსახურება ეს არის პირველ რიგში ადამაინების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა. ვინც მას იცნობს, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია. იციან, როგორი დახმარება იცის მან, გვერდზე დგომა და პაციენტებზე ზრუნვა.

ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის თავისი ამ საქციელის გამო ზის გამოკეტილი და ჩვენ ვიცით, რა საშინელ პირობებშია. ის იმყოფება თავის სამშობლოში და ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ჩვენ აქ ვამბობთ, რომლითაც მის მხარდაჭერას გამოვხატავთ, გინდა აქ, გინდა თბილისში, არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძება მის საზიანოდ მოტრიალდეს. ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადახიადოთ, ყველა უპარტიოს, პარტიულს, გთოხვთ გაიზიაროთ ეს თხოვნა და ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ. ჩვენი აქცია არის ჰუმანური, არაპოლიტიკური და არაძალადობრივი.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თამილა ლაფანაშვილის გამოსვლა საოკუპაციო ხაზთან გამართულ აქციაზე.

კომენტარები