დღეს რაც ვნახეთ საკრებულოში იყო, კიდევ ერთხელ ნიღბის მოხსნა ქართული ოცნებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიციელები, ზონდერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსები დადგნენ კუხიანიძის სამსახურში. იცავენ ადამიანს, რომელმაც შეურაცხყო საქართველოს, ჩვენი საზოგადოების ღირსება. კუხიანიძე არის გავრილოვი 2, რომელიც თავს ესხმის რუსეთის ციხეში მყოფ ვაჟა ექიმს და რა თქმა უნდა ამაზე საზოგადოებას აქვს ძალიან მწვავე რეაქცია. ჩვენ ორი დღეა ვითხოვთ კუხიანიძის გაგდებას საკრებულოდან. შეუძლებელია, რომ ის ჩვენი მოქალაქეების ფულით იღებდეს ხელფასს.
დაპირისპირება საკრებულოში
ხოშტარია: პოლიცია, ზონდერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსები დადგნენ კუხიანიძის სამსახურში
tbl.ge/4akv
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია და საკრებულოში განცხადების გაკეთებისას. ხოშტარია და სხვა აქტივისტები საკრებულოში განცხადებებს აკეთებდნენ, რაც მათ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა შეაწყვეტინა. საკრებულოდან დღეს აქტივისტები, რომლებიც ერეკლე კუხიანიძის საკრებულოდან წასვლას მოითხოვდნენ შენობიდან პოლიციელებმა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რამდენიმე მათგანი დააკავეს.
ამავე თემაზე
- დავითულიანი: არ ვიტყვით როდის ჩავნიშნავთ უმრავლესობის სხდომას, სპექტაკლი რომ არ დაიდგას
- კანდელაკი: სანამ კუხიანიძე თანამდებობაზეა, ოცნება გაფრინდაშვილის ოჯახის გინებას იზიარებს
- დავითულიანი ოპოზიციას: კუხიანიძეს გავაგდებთ მაშინ, როცა გადავწყვეტთ, თქვენ არ გაგაგდებინებთ
- ტყემალაძე: აქტივისტების მიზანი იყო მოეწყოთ დესტრუქციული ქმედებები და არეულობები
- კუხიანიძის კაბინეტიდან გაყვანის შემდეგ პოლიციამ თაკო კაკაბაძე და შუშანა მაცაბერიძე დააკავა