პოლიტიკური დევნა

ღარიბაშვილი ჟურნალისტს: პოლიტიკური დევნა იყო 2012 წლამდე, თქვენ თავად ხართ ამის მსხვერპლი

პოლიტიკური დევნა იყო 2012 წლამდე, თქვენ ხართ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი თავად, მე მჯერა ეს და გითანაგრძნობთ. პოლიტიკური დევნა იყო 2012 წლამდე, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ჩემო მეგობარო. ჩვენ პოლიტიკური დევნები, ყოველი ნიშნით პოლიტიკური დევნა დავასრულეთ 2012 წელს. 

უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც მას კომენტარის გაკეთება სთხოვეს აშშ-ს სენატის განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ტოვებდა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები