ცოტნე გამსახურდიას დაჭრა

ღარიბაშვილი: კრიმინალები დაისჯებიან, მაგრამ ცოტნე გამსახურდია სააკაშვილმა დაიჭირა

ცოტნე გამსახურდია დაიჭირა სააკაშვილმა, 2008 თუ 2009 წელს, უსამართლოდ და წლობით იჯდა ციხეში. ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი, ვინც ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, მაგრამ ცოტნე გამსახურდია თქვენმა ბელადმა უსამართლოდ ჩასვა ციხეში. მე ძალიან კარგად ვიცნობ ცოტნეს და ვუთანაგრძნობ მის ოჯახს. ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი.

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის შესახებ. 19 დეკემბერს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდიას თავს დაესხნენ და გულ-მკერდის და თავის არეში მრავალი ჭრილობა მიაყენეს. გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ ის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

კომენტარები