დეკანოზ მამალაძის საქმე

მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ მამალაძეზე: არავის სჭირდება ავადმყოფობის გამო ციხეში გარდაიცვალოს

თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ, ვერ გავიგე?! სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით, მეორეჯერ დავწეროთ წერილი?! ორჯერ მიმართა საპატრიარქომ პრეზიდენტს. ერთხელ წინა, მეორედ ამჟამინდელ პრეზიდენტს, კიდევ თუ იქნება ახალი პრეზიდენტი იმასაც მივმართავთ. უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. სინოდს ასეთი რამე არასდროს არ გაუკეთებია.  

მე ბევრჯერ მივმართე შესაბამის უწყებებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ზუსტად გავარკვიე, ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებს კანონი. მე პირობას გაძლევთ, ვიცი ნამდვილად, რომ თუ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯებს, რეაგირებას ხელისუფლება აუცილებლად მოახდენს. არავის არ სჭირდება ავადმყოფობის გამო პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს

ასე უპასუხა ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ჰკითხეს. 6 იანვარს, დეკანოზი მამალაძე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა.

კომენტარები