საქართველოს საპატრიარქო

ილია II "ოცნების" დეპუტატებს: ეცადეთ, არ იყოს დაყოფა თქვენ შორის

მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენ შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით, ასე მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებიც მას საპატრიარქოში ეწვივნენ. პატრიარქს დაბადების დღე, აღსაყდრების იუბილე და შობა-ახალი წელი გია ვოლსკიმ, ილია ნაკაშიძემ, რატი იონათამიშვილმა, ენძელა მაჭავარიანმა, ირაკლი შიოლაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, ანრი ოხანაშვილმა, რევაზ არველაძემ, გენადი მარგველაშვილმა და კარლო კოპალიანმა მიულოცეს.

კომენტარები